გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ძალაში შევიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 01 ოქტომბერი 2025, 21:48

გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ ამოქმედდა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ძალაში შესული გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებით კი ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომ დემოკრატიამ იმუშაოს არა მტრულად განწყობილი აქტორების, არამედ მშრომელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირველი ოქტომბრიდან, დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ. ირანისა და რუსეთისთვის არადეკლარირებულად მომუშავე პირებს კი, შესაძლოა, ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. ირანი და რუსეთი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან და შესაბამისად, ახლა გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არიან მოქცეული.

გამკაცრებული ზომების ამოქმედებას წინ უძღოდა სამთვიანი „საშეღავათო პერიოდი“, რომელიც მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ კანონიერ ბიზნესებსა და პირებს ჰქონოდათ დრო კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის.

გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრის, დენ ჯარვისის განცხადებით, „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ არის გზავნილი, რომ „დიდი ბრიტანეთი ქვეყნის დემოკრატიაზე ფარულ უცხოურ გავლენას არ შეეგუება“. დენ ჯარვისმა მოუწოდა ყველას, ვინც უცხო სახელმწიფოების სახელით პოლიტიკურ გავლენას ახორციელებენ, თავიანთი კანონიერი ვალდებულება შეასრულონ. ამასთან, ჯარვისმა რუსეთისა და ირანის გაძლიერებული ზომების ქვეშ მოქცევა მტრული სახელმწიფოების გამოვლენისა და მათი მოქმედების შეკავების სურვილით ახსნა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ აღიარებული დიპლომატიური საქმიანობის, იურიდიული წარმომადგენლობისა და აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

სარეგისტრაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობა სქემის პირველი დონის მიხედვით, ორ წლამდე პატიმრობას, მეორე, ანუ გაძლიერებულ დონეს მიკუთვნებულ ინდივიდებისთვის კი, ხუთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, FIRS ორდონიანი სქემაა და უზრუნველყოფს დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოს გავლენის გამჭვირვალობას, დამაზიანებელი ფარული სახელმწიფო მოქმედების შეკავებას და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქმედების დროული აღკვეთის შესაძლებლობას. მთავრობაში „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის“ მთავარ საფუძვლად გამჭვირვალობას ასახელებენ და პირობას დებენ, რომ სქემის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ, მათ შორის წარმოდგენილი იქნება რეგისტრაციის სრული სტატისტიკა დონეების მიხედვით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი