ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 03 ოქტომბერი 2025, 11:58

მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ახლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც - ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ახლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

„მუნიციპალური არჩევნების წინ ევროკავშირმა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას მორიგი მაშველი რგოლი შეაშველა, და სამიზნედ თავად არჩევნები ამოიღო.

თუმცა, თავადვე ჩავარდნენ დიდ აბსურდში.

მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ახლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც - ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში.

ამ ხაზში ჯდება მდიდარი ენჯეოების მიერ შეთქმულებივით, არჩევნებზე დაკვირვებაზე დემონსტრაციული უარი. რომ მერე "გაყალბებაზე" აყვირდნენ. მოკლედ, დღესავით ნათელია ყველაფერი ის რომ 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ახლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.

ადრე თუ გვიან, PACE-ს მოუწევს საქართველოსთან მიმართებაში ამჟამინდელი მანკიერი პოზიციების შეცვლა.

Ps. პირველივე კომენტარში ნახავთ, რომ PACE -ს ანტიქართული რეზოლუციის მიღება პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა და PACE-ს 612 წევრიდან მას მხარი მხოლოდ 61-მა დაუჭირა.“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი