დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება ხდება ერთადერთი გზით. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 04 ოქტომბერი 2025, 13:42

დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით - ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველას აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. თუ გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, ეს გააკეთოს. რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით - ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი