ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 04 ოქტომბერი 2025, 13:44

ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოეული დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.

„საქართველოში უცხოეული დამკვირვებლები არიან, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. ვისაც აქვს ინტერესი, შესაძლებლობა,  დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოეული დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, სადაც საქართველოში არჩევნების დაკვირვების ინტერესი გამოიხატა. არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები  ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი