დავით ქართველიშვილი: ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ“ თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“, ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელოს“, „გახარიას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
266 05 ოქტომბერი 2025, 13:46

ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები - წააგე, „ჩაისვარე“- იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ" თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“. ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელოს“, „გახარიას“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეიდან გაირკვევა - ვინ არის „ღრუსი“, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის „ლუკიანოვი“ ქართულ პოლიტიკაში და იმედოვნებს, რომ ამ „იარლიყებს“, ისევე როგორც პასუხისმგებლობას, ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან.

„ამაშიც რომ არ არიან ორიგინალურები - წააგე, „ჩაისვარე“ - იქონიე გაბედულება და აღიარე, რომ ფარჩაკი ხარ, კრიმინალი და დამნაშავე. თუმცა შენამდე როგორც იქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში შენი საერთაშორისო წინამორბედები, იმავე გზას დაადექით. ერთი მეორის მიყოლებით გავიგებთ ახლა ხმაურიან გამიჯვნებს და დანარჩენი „განტევების ვაცებისკენ“ თითის გაშვერას: „ჩვენ არა - ისინი იყვნენ!“. ან რა გამბედაობა მოეთხოვება „ლელის“, „გახარიას“ და ა.შ. ჩვენ კი გავიხსენოთ, მათი მოღალატეობრივი „სიმამაცის“ ცნობილი პირველწყაროები და დავაიმედოთ - მაინც ვერ გაექცევით ვერც საზოგადოებრივ, და ვერც სამართლებრივ რისხვას!

თურქეთი, 2016 წელი - ერდოღანის წინააღმდეგ ჩაფლავებული გადატრიალების მცდელობა: ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი ჟურნალისტი, ვინც წინა დღეს ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და „დიქტატურის დასრულებისკენ“ მოუწოდებდა, უკვე მეორე დღეს აცხადებდნენ, თითქოს მათი სიტყვები მხოლოდ „მშვიდობიანი პროტესტის“ გამოხატულება იყო. ოპოზიციის ცნობილმა ფიგურებმა, მათ შორის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წარმომადგენლებმა, სწრაფად მოიშორეს პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ „ყოველთვის დემოკრატიული მეთოდების მომხრეები იყვნენ“.
რუსეთი, 1991 წელი - აგვისტოს გადატრიალების (ГКЧП) მარცხი, რის შემდეგ ბევრმა მაღალჩინოსანმა და პარტიის ლიდერმა, ვინც თავდაპირველად გადატრიალებას მხარი დაუჭირა, იმავე დღეს უარყო აჯანყებაში საკუთარი ჩართულობა.

მაგალითად, სსრკ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი და სხვა ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ მათი ხელმოწერები ГКЧП-ის დოკუმენტებზე „მოტყუებით გაჩნდა“ და „არ იცოდნენ, რომ ეს გადატრიალება იყო“. ამით, სამწუხაროდ, ზოგმა შეძლო მძიმე სასჯელის თავიდან აცილება იმის საბაბით, რომ „სიტუაციაში ვერ გაერკვნენ“.

ამ უკანასკნელი მაგალითის ფონზე, დღეიდან გაირკვევა - ვინ არის „ღრუსი“, ვინ არის ГКЧП-ისტი და ვინ არის „ლუკიანოვი“ ქართულ პოლიტიკაში - და ამ „იარლიყებს“, როგორც (იმედია) პასუხისმგებლობასაც ქვეყნის წინაშე ვერ მოიხსნიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი