ზურაბ ქადაგიძე: დაიწყეს „მორალური სპექტაკლი" - ვგმობთ ძალადობასო. გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ უსამშობლოს კისერზეა, ვინც წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 05 ოქტომბერი 2025, 14:45

ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს "მორალური სპექტაკლი" - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს.

„ერთი დაიმახსოვრეთ, ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას იმ ბოროტებაზე, რაც გუშინ ჩაიდინეთ! დაიწყეს "მორალური სპექტაკლი" - ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით რადიკალიზმსო. თქვენ გგონიათ, ბურჭულაძესა და ზოდელავაზე პასუხისმგებლობის აკიდებით გამოძვრებით? ყველა ვინც ახალისებდა, მხარს უჭერდა და ირიბად მონაწილეობდა ამ ვანდალიზმში, ყველა დაისჯებით. დილით არჩევნები და საღამოს აქციაო - ლელოს კანდიდატი რომ გაჰკიოდა, უკვე გაემიჯნა? ან ის ცანცარა ელისაშვილი სად გაქრა, თავ-პირის დამტვრევით რომ იმუქრებოდა?

მოკლედ, გუშინდელი ბოროტება, ყველა იმ რადიკალისა და უსამშობლოს კისერზეა, ვინც მთელი ეს წლები ასაზრდოებდა ექსტრემიზმს და დაუფარავად ებრძოდა სახელმწიფო ინტერესებს!“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი