დავით ჩიხელიძე ახალაია - ბურჭულაძის ჩანაწერზე: ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს. პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია. ტვ პირველმა ეს ჩანაწერი დამალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 05 ოქტომბერი 2025, 17:15
როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური იმეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ.



„როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური იმეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო. ჯერ ერთი - ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ. აი ამიტომ ხართ პარტიული ტელევიზია, პროპაგანდის ინსტრუმენტი და ნუ გეწყინებათ თუ ამას მუდმივად შეგახსენებთ. 
P.S. პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია," - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი