ამირან სალუქვაძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უმეტესობა არც გამოჩენილა და ვინც გამოჩნდა, გაქრნენ, როდესაც ახალგაზრდები პრეზიდენტის რეზიდენციის ასაღებად გაუშვეს. მიუშვებენ ახალგაზრდებს, თვითონ იმალებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 05 ოქტომბერი 2025, 19:02

ვიცით ჩვენ ამ აქციების ანატომია და ყოველთვის არის შიში, რომ არ მოხდეს სისხლის ღვრა, არ დაიღუპოს ვინმე, თუნდაც შემთხვევით და ყოველთვის არსებობს ეს მოლოდინი. რა თქმა უნდა, გამორიცხული ამ ძალებისგან არაფერია - მიდიან ვა-ბანკზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

ის სუსის მიერ იარაღის აღმოჩენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალები ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და მსხვერპლზე ჰქონდათ აქცენტი, რათა მუხტი აეწიათ. მას მიაჩნია, რომ სამართალდამცველების კვალიფიცირდა ქმედებებს პროცესზე გავლენა ჰქონდა.

„გუშინაც არ დაუმალავთ, რომ ვა-ბანკია ეს მათი მხრიდან - ბოლო გაფართხალება, როგორც ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ თუნდაც გუშინდელი ჩავარდნილი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ისინი დამშვიდდნენ. რა დავალებებიც ექნებათ, იმ დავალებებს შეასრულებენ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ძალოვანი უწყებების კვალიფიციურმა მოქმედებებმა გავლენა იქონია ამ პროცესზე. მოხდა ის, რაც იყო წინა აქციების დროს. „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უმეტესობა არც გამოჩენილა. და ვინც გამოჩნდა, გაქრნენ, როდესაც ახალგაზრდები პრეზიდენტის რეზიდენციის ასაღებად გაუშვეს. მიუშვებენ ახალგაზრდებს, თვითონ იმალებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდათ ეს დავალება და ზრახვები და აღარც მალავდნენ, რისთვის ემზადებოდნენ და არ მალავდნენ, რომ ეს იყო ბოლო შანსი“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით აღმოაჩინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი