შალვა პაპუაშვილი - რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 06 ოქტომბერი 2025, 18:43

რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“.

„გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის შტანდარტის უკანონო გამოყენება, ანუ იმ დროშის, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი ამ სიმბოლოს ყველგან თან დაატარებს, მედიასთან კომუნიკაციის თუ ზოგიერთი შეხვედრის დროს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითმარქვია პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ამ ექსკლუზიური სიმბოლოს გამოყენება უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას. რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნულ სიმბოლური აქტის ვერშემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში, ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე. ფაქტია, რომ ამ ორიდან, არცერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს, გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით „რევოლუცია“ დაეწყოთ. ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს, ამ მომენტამდე, არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
თამარ ჩიბურდანიძე: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად - ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს
არქივი