უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხი აღარ არის. მისი გაუქმება ნიშნავს, რომ ევროპა მზად არის დასაჯოს ნებისმიერი ქვეყანა, მასთან პოლიტიკური განსხვავებული პოზიციის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 07 ოქტომბერი 2025, 18:38
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რეგულაციებში სამომავლოდ ცვლილებების მიუხედავად, საქართველოსთვის თითქმის შეუძლებელია უვიზო რეჟიმის შეჩერება.

„ევროკავშირი ვერ დაუშვებს დარტყმას სამხრეთ კავკასიის ერთადერთ ღიად დეკლარირებულ „პროევროპულ ქვეყანაზე“. უვიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკის კრახს და თბილისს პირდაპირ უბიძგებს მოსკოვის, ანკარისა თუ პეკინისკენ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების გადახედვისკენ“- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება იქნება პოლიტიკური შეცდომა და საბოლოოდ დააზარალებს ევროკავშირს, რადგან მის მიმართ ნდობა დაიკარგება.

„ვიზალიბერალიზაციის მინიჭება/გაუქმების რეგულაციებში ახალი ცვლილებების შემოღების პერსპექტივების მიუხედავად, პრაქტიკულად, თითქმის შეუძლებელია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. დიახ, ევროპარლამენტმა დაამტკიცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი წესები - მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს მეტ მოქნილობას აძლევს, მაგრამ ამ პროცესს უფრო პოლიტიზებულსაც ხდის. თუმცა ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოს მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება - და აი რატომ:

გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ემოციები - ევროკავშირი ვერ დაუშვებს დარტყმას სამხრეთ კავკასიის ერთადერთ ღიად დეკლარირებულ "პროევროპულ ქვეყანაზე". უვიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკის კრახს და თბილისს პირდაპირ უბიძგებს მოსკოვის, ანკარისა თუ პეკინისკენ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების გადახედვისკენ. ბრიუსელისთვის ეს იქნებოდა არა „სასჯელი“, არამედ სტრატეგიული თვითდაზიანება - საკუთარ ფეხში გასროლა

არ არსებობს ამისთვის გათვალისწინებული არანაირი იურიდიული საფუძველი. რეგულაციებით ჩადებული ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი დაბალია: ევროკავშირში ქართველ მიგრანტთა რაოდენობა მინიმალურია;

"რეადმისიის" პროცესი ეფექტიანად მუშაობს; ბიომეტრიული დოკუმენტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იურიდიულად საქართველო აბსოლუტურად „სუფთაა“ - და მექანიზმის ამოქმედება, მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნებოდა, არა ობიექტური და პრაგმატული, არამედ იდეოლოგიური მოტივით ნაკარნახევი. ამის ფუფუნება კი საქართველოს მიმართ - ევროკავშირს დღეს არ გააჩნია.

ამ პოლიტიკური შეცდომის ფასი კი ძალიან მაღალი იქნება - უვიზო რეჟიმის შეჩერება საბოლოოდ დაანგრევდა და დაასამარებდა ნდობას თავად ევროკავშირისადმი: საქართველო პარტნიორობის ნაცვლად - მიიღებდა დასჯას, სამართლის ნაცვლად - ორმაგი და იდეოლოგიური სტანდარტების საბოლოოდ დამკვიდრებას. ასეთი ნაბიჯი დაარღვევს რწმენას, რომ ევროპას ჯერ კიდევ შესწევს უნარი - იყოს სამართლიანი და პროგნოზირებადი

ევროკავშირის უსაფრთხოებას საქართველო არ უქმნის საფრთხეს - ქვეყანას ევროკავშირთან არც სახმელეთო საზღვარი, არც მიგრაციული ნაკადები და არც კრიმინალური მარშრუტები არა აქვს.
„უსაფრთხოების რისკებზე“ საუბარი - პოლიტიკური მოტივების იურიდიულ ფორმულებში შეფუთვას ნიშნავს.

და ბოლოს - სიმბოლო. უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხი აღარ არის - ეს არის მისი ევროპული კუთვნილებისადმი სიმბოლო. არა იმდენად ევროკავშირის, რამდენადაც - ევროპის. მისი გაუქმება ნიშნავს, რომ ევროპა მზად არის დასაჯოს ნებისმიერი ქვეყანა, მასთან პოლიტიკური განსხვავებული პოზიციის გამო. ეს დარტყმა იქნებოდა არა საქართველოს, არამედ თვითონ ევროპის იდეის წინააღმდეგ.

ევროკავშირს შეუძლია საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრებოდეს, მაგრამ მისი რეალური განხორციელება საკუთარი პრინციპების და ავტორიტეტის დანგრევის ტოლფასი იქნება. უვიზო რეჟიმი საქართველოსთან საჩუქარი კი არა, თავად ევროპის სიმწიფის გამოცდაა. და თუ ევრობიუროკრატია ამ ნაღმს მაინც დააბიჯებს - დაზარალდება ყველა, საქართველოს გარდა,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში, წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით - იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ეს კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
ია ფარულავა „მთავარ არხზე”: ყველაფერს ისე ფუთავენ, რომ ადამიანების ფსიქოლოგიურ დამუშავებას და რადიკალურ დაზომბირებას მოერგოს
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
არქივი