ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 08 ოქტომბერი 2025, 23:17

ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ თავისი გზა უნდა იპოვის, მაგრამ ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს.

„მინდა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად კი მოკვდება პოლიტიკა.

ვერ მიიღებ იმაში მონაწილეობას, რაც არ არსებობს, კვდება თუ არა ამით პოლიტიკა? სრულიად პირიქით.

მოგიყვებით ისტორიას, 2 000-იანების დასაწყისში ოპოზიციამ გამართა კონფერენცია გუდაურში და ჩვენ მოწვეული გვყავდა იერუსალიმის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორი შლომო ავინერი.

მაშინ ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაში, შლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების? ეს ხომ პოლიტიკის ლეგიტიმური და ყველაზე ეფექტური გზაა.

ქუჩამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ორჯერ „მაიდანი“, ქუჩამ მოიტანა „არაბული გაზაფხული“ და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა.

ოცნებამ “არჩევნებში” ამომრჩევლის მხოლოდ 20 % დაწერა შეძლო, ამას დაემატა სხვა მონაწილე პარტიების მცირე პროცენტი, მაგრამ 70%-მა უნდა მიმართოს თავისი ენერგია სხვა ასპარეზზე, ქუჩის პროტესტით, გაფიცვით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით.

ჩვენ რუსულ ოკუპაციურ დიქტატორულ რეჟიმის წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, შულერს არ უნდა მივუსხდეთ მაგიდასთან სათამაშოდ, ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ. ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, წარმატება და გამარჯვება მისია!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი