ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 09 ოქტომბერი 2025, 00:27

„ამათი შესვლა არ შესვლა, ეს იქნებოდა საპარლამენტო თუ ახლა ადგილობრივ არჩევნებში, უბრალოდ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. რეალურად, ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ წლებია და განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები.

„ეტყვიან შედი, შევლენ. ეტყვიან გაიყავით, გაიყოფიან. ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს, იჩხუბებენ. ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი, შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ.

რეალურად, ეს ხომ იყო ტესტი მთელი იმ აჟიოტაჟის, იმ სრულიად ცრუ ნარატივის. ხომ გაცამტვერდა ყველაფერი ის, რაც 2024-ში მათი დაკვეთით[მიმდინარეობდა] და თვითონაც მონაწილეობდნენ. 300 ათასი ხმა გაყალბდა. ყველას კარგად გვახსოვს ეს სასაცილო [ბრალდება]. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ 300 ათასს თავი დავანებოთ, 100 ხმის გაყალბების მტკიცებულება მოგვიტანეთ. გვახსოვს პროკურატურაში როგორ წარიმართა [პროცესი]. რამდენი დაიკითხა.

აქ ყველაზე მთავარი ერთია, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ყოველთვის მივმართავდი მათ გარე პატრონებს, იმ მთავარ აქტორებს, მთავარი სცენარის ავტორებს, დესტრუქციის და ექსტრემიზმის, დააკვირდით, თქვენ არ გიდევთ სწორ პულსზე ხელი ქვეყანაში. თქვენ გგონიათ, რომ ათას კაციანი „ბაბლი“ არის საქართველო და საზოგადოება გაგცემთ პასუხს. ასე, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ერთი, რა დაკვეთა აქვს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს, ეს უკვე მეათედ გამოჩნდა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ლობისტური კონტრაქტია, ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა, ამით სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი