ირაკლი ზარქუა ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ - თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო - 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 09 ოქტომბერი 2025, 09:59

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციამ 2 წამში გაყიდა ერთმანეთი.

„ახლა ემიჯნებიან ერთმანეთს. ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ეგონა სახლში. მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ - მე თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო - მაშინ, როდესაც ყველა ეს პირი და სხვებიც ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, „რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა“. 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი და წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში”, - აღნიშნა ზარქუამ.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის 35 ადამიანია დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია
არქივი