ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში განცხადებას ავრცელებენ - მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 09 ოქტომბერი 2025, 10:02

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

„ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარება და საქართველოს მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, არის აღმაშფოთებელი, ანტიდემოკრატიული და კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად არ არის დაინტერესებული ნორმალური პოლიტიკური დიალოგისკენ სვლით. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც თანამშრომლობდა აშშ-ის მთავრობასთან და ჩვენს კომიტეტში გამოკითხვაში მონაწილეობდა, წარმოადგენს მცდელობას, ჩაახშოს განსხვავებული აზრი იმ ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის საამაყო ისტორია.

ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოსდა ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან. ნათლად უნდა ითქვას: საქართველოს დემოკრატიას და ქვეყნის მომავლის განსაზღვრის უნარს ძირს უთხრის არა შეერთებული შტატები, არამედ თავად „ქართული ოცნება“. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, გამოიძახოს საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელი მოვლენების განსახილველად და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გამოვხატავთ ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს ხალხისადმი, რომელიც უბრალოდ ისწრაფვის თვითგამორკვევის უფლების რეალიზებისკენ“, – ნათქვამია ჯინ შაჰინი და ჯიმ რიშს ერთობლივ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი