ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელისთვის დიდებული დღეა, ღვთის დახმარებით ყველა მძევალს სახლში დავაბრუნებთ, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 09 ოქტომბერი 2025, 10:07

ისრაელისთვის დიდებული დღეა, ღვთის დახმარებით ყველა მძევალს სახლში დავაბრუნებთ, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებულ შეთანხმებას.

„ისრაელისთვის დიდებული დღეა. ხვალ მოვიწვევ მთავრობას, რათა დაამტკიცოს შეთანხმება და ჩვენი ყველა ძვირფასი მძევალი სახლში დააბრუნოს. მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის ძალების გმირ ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომელთა გამბედაობისა და თავგანწირვის წყალობითაც მივაღწიეთ ამ დღეს. მთელი გულით მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ჩვენი მძევლების გათავისუფლების ამ წმინდა მისიის მობილიზებისთვის. ღმერთის დახმარებით, ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ყველა მიზნის მიღწევას და ჩვენს მეზობლებთან მშვიდობის გაფართოებას.

ღვთის დახმარებით, ჩვენ ყველას სახლში დავაბრუნებთ“,- წერს ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, რაც ყველა მძევლის გათავისუფლებას მოიცავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი