4 ოქტომბრის შემდეგ, ოპოზიცია მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრება მათ კურატორებს დასავლეთში - ვაღიარებთ, რომ მორიგ ჯერზე ჩავისვარეთ, მაგრამ არ მიგვატოვოთ, რადგანაც ჩვენზე უფრო ერთგულ „პრო-ევროპელებს“ ვერ იპოვითო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 09 ოქტომბერი 2025, 13:24

4 ოქტომბრის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრება მათ კურატორებს დასავლეთში - ვაღიარებთ, რომ მორიგ ჯერზე ჩავისვარეთ, მაგრამ არ მიგვატოვოთ, რადგანაც ჩვენზე უფრო ერთგულ „პრო-ევროპელებს“ (ანუ თქვენს წინაშე „ცალ ფეხზე მდგომთ“) საქართველოში ვერ იპოვითო - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, დასავლეთშიც ჩანს ამ მოწოდების გარკვეული რეაქცია - მაგალითად, ევროპარლამენტარების დაგეგმილი ვიზიტი, რომლებიც ოპოზიციურ მხარეს ხვდებიან, მაგრამ არ გეგმავენ შეხვედრას ხელისუფლებასთან.

„განვაგრძობ ოპოზიციური, მათ შორის საინფორმაციო რესურსების ანალიზს. მიმაჩნია, რომ ჩემი ფუნქციიდან გამომდინარე, ამით მაინც შევძლებ რამე გავუკეთო ქვეყანას, რომ მოსალოდნელ საფრთხეებზე გავაფრთხილო ან დავაფიქრო ისინი, ვისაც ეს ეხება.

ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ღვარჭნილი რიტორიკის მიუხედავად, აშკარად ჩანს ოპოზიციის ინტელექტუალური დაღმასვლა.

4 ოქტომბრის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია მუხლმოდრეკილი და თვალცრემლიანი ევედრება მათ კურატორებს დასავლეთში - ვაღიარებთ, რომ მორიგ ჯერზე ჩავისვარეთ, მაგრამ არ მიგვატოვოთ, რადგანაც ჩვენზე უფრო ერთგულ „პრო-ევროპელებს“ (ანუ თქვენს წინაშე „ცალ ფეხზე მდგომთ“) საქართველოში ვერ იპოვითო.

ითხოვენ რადიკალური ოპოზიციური პარტიების, მათთან აფილირებული ენჯეოების და მედიის კიდევ უფრო მეტ ფინანსურ, ტექნიკურ დახმარებას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ მხარდაჭერას. თან აშინებენ, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, „ქართული ოცნება“ სრულად აიღებს ქვეყანაზე კონტროლსო. მათი ეს მოწოდება ჩანს გაგონილია დასავლეთში. ამის ინდიკატორია, თუნდაც ევროპარლამენტარების დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში, სადაც ისინი ხვდებიან ამ შემადგენლობას მაგრამ არ ხვდებიან ხელისუფლებას. დასკვნები თქვენზეა.

სტრიქონებს შორის რომ წაიკითხო, რადიკალები რთულად მაგრამ აღიარებენ „ქ/ოცნების“ ძალას, იმასაც, რომ ვერაფერი ქმედითი ვერ დაუპირისპირეს მის საინფორმაციო და PR-კამპანიას. განსაკუთრებით აჭრილები არიან ტვ-იმედზე, POSTV-ზე, რუსთავი-2-ზე და საზმაუზე, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოპოზიციის გაშავებაში. ეტყობა ხვდებიან, რომ მედია-ომში მარცხდებიან. იქნებ ამიტომაც სთხოვს „ტვ პირველი“ სპონსორებს ფინანსურ დახმარებას , რომ მაუწყებლობა მთელს საქართველოზე გაავრცელოს.

აშკარად იკვეთება, იმედგაცრუება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელზედაც არც ისე დიდი ხნის წინ დიდი ფსონები იდებოდა. აღნიშნავენ, რომ მისმა მოუხეშავმა მეთოდებმა მარცხი განიცადა, რის გამოც გაიზარდა როგორც ოპოზიციის, ისე ახალგაზრდა აქტივისტების იმედგაცრუება.

ოპოზიციის საინფორმაციო კამპანიას, ღიას თუ ფარულს, წითელ ხაზად გასდევს ფინანსური რესურსების საკითხი. პირდაპირ აღნიშნავენ, რომ „დონორებმა პაუზა აიღეს.“ გაგახსენდათ 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას წამოცდენა დონორების წინაშე პასუხისმგებლობაზე?! ვინ არიან ეს დონორები? მე კი ვხვდები, მაგრამ გაარკვიონ და დააზუსტონ იმათ ვისი მოვალეობაც არის.
რაც ყველაზე უფრო კომიკურად და ინტელექტუალური დეგრადაციის უტყუარ ნიშნად ჩანს, ეს არის ოპოზიცია და მისი მრჩევლები, კვლავაც დებენ ფსონს უკვე სრულიად ყავლგასულ, თუმცა მათი აზრით კვლავ „ლიდერებზე“ ციხეში მყოფ ნიკა გვარამიაზე, ნიკა მელიაზე და გირჩი ჯაფარიძეზე. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ისინი ციხიდან „წამებულ გმირებად“ გამოვლენ და შესაბამისად მეტ ხალხს მოიზიდავენ. რა გაეწყობა, იფიქრონ ასე... მერე თავად მოუწევთ აღიარება - შევცდითო, ისე როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

და ბოლოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აღარ აღიარებენ მთავარ ოპოზიციურ ძალად!“ - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი