ზურაბ ქადაგიძე: EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა, უცხოელი ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას“, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 09 ოქტომბერი 2025, 18:16

EPP, ბალტიისპირელი, პოლონელი თუ უკრაინელი პოლიტიკოსები რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კურატორები იყვნენ და უცბად აღმოაჩინეს, რომ მათ აღარავინ არაფერს არ ეკითხება. ამ ეტაპზე კი ისინი, თავიანთ ჩრდილოვან დამკვეთებთან ერთად, აღარც მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებით არიან დაკავებულები“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, EPP, ბალტიისპირელი თუ სხვა ოდიოზური პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობას“, რითაც პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოში ექსტრემიზმს ახალისებენ.

„როცა 4 ოქტომბრის ტერორისტული აქტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პირდაპირ ეთერშივე ვხედავდით ამ ბალტიისპირელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ „მშვიდობიან დამხობას“, თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს სიტყვათა შეთანხმება ოქსიმორონია, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არავითარი მშვიდობიანი პროცესები იქ არ მიმდინარეობდა.

ზოგადად, 4 ოქტომბერს საქართველოში მესამედ იყო მცდელობა ინტერვენციის გზით მომხდარიყო ის უბედურება, რაც ერთხელ 1991 წელს დაატეხეს თავს საქართველოს, ხოლო მეორედ - 2003 წელს. აქამდე ასე ღიად და პირდაპირ ეს პროცესი არსად შეგვხვედრია. რაც მთავარია, ამას ლაიტმოტივად მისდევდა EPP-სა და სხვა, ოდიოზური უცხოელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი