არავის დაუჯერებია, რომ ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს - ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, სპექტაკლი დაედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 09 ოქტომბერი 2025, 18:53

ნათელი ხდება თუ რაც მოხდა - ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სუს-ის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებას.

ქადაგიძის განცხადებით, ქემოკლიძემ, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შემდეგ, საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა.

მისივე თქმით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქმედებამ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება მისცა.

„თავისთავად ცხადია, არავის დაუჯერებია ის პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. ეს უნიჭო ზღაპარი რომ დადგმული იყო, მე პირადად ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფრის მტკიცების საშუალება არ არსებობდა. ახლა კი ნათელი ხდება თუ რაც მოხდა - ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა. თუ რა ამბები მოყვა ბაჩიაშვილის ვითომ და ცემას, კარგად გემახსოვრებათ. არ დარჩენილა ნაცმედიის არც ერთი საშუალება, რომ ამ დადგმული ზღაპრისგან სკანდალი არ გამოეცხოთ. სამწუხაროა, რომ ქემოკლიძის მსგავსი კრიმინალი მაღალ თანამდებობას იკავებდა პენიტენციურ სამსახურში, რადგან მისმა ქმედებამ გარკვეული პერიოდი მისცა რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება. დაისაჯოს უმკაცრესად!!!” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი