ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ როგორც სირიაში დაატრიალეს ტერორისტების ხელით ის უბედურება, რაც დაატრიალეს, იგივე არ მოხდებოდა საქართველოში ქართველი რადიკალების ხელით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 09 ოქტომბერი 2025, 21:43

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალებს შორის დაპირისპირებას მედიასთან ეხმიანება. ექსპერტი საუბრობს ემიგრანტების მიერ ჩარიცხულ თანხებზე და განმარტავს, რომ სისხლის ღვრაში მონაწილეობა მორალური პასუხისმგებლობაა, ქართველმა რადიკალებმა კი ემიგრანტები „სასარგებლო იდიოტებად“ გამოიყენეს. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამ რადიკალების ხელით საქართველოში არ დატრიალდებოდა იგივე მოვლენები, რაც ახლა სირიაში ვითარდება.

„გუშინ დავით ქართველიშვილმა დადო ძალიან საინტერესო პოსტი და დაურთო დოკუმენტებიც - როგორ რიცხავენ ემიგრანტები თანხებს და წარმოდგენილია მათი სია. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან როგორ გამოიყენეს „სასარგებლო იდიოტებად“ ჩვენმა "რევოლუციურმა კომიტეტმა". ნანუკა ჟორჟოლიანის და ვინმე სანდერსების დონეზე საკუთარ ოჯახებს მოაკლეს თანხები და ამ პოტენციურ სისხლის ღვრაში მიიღეს მონაწილეობა.

ეს უფრო მორალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვერც ემიგრაცია და ვერც მიამიტობა ვერ გაამართლებს. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რაც შედგა. მე რასაც ვუყურებ, ცოტა შეცოდების გრძნობაც მიჩნდება იმიტომ, რომ ძალიან პირადულ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ და პირადი მიმოწერების გასაჯაროებაზე. წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რომ ხელისუფლებაში მობრუნებულიყვნენ, რაზე წამსვლელები იქნებოდნენ. ამიტომ ვამბობ, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ როგორც სირიაში დაატრიალეს ტერორისტების ხელით ის უბედურება, რაც დაატრიალეს და რაც ახლა ტრიალებს, იგივე არ მოხდებოდა საქართველოში ამ ადამიანების ხელით,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი