კახა კალაძე - დღესაც ვამბობთ, მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, მნიშვნელოვანია, იყოს მეგობრობაც და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 10 ოქტომბერი 2025, 08:31

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც და პარტნიორობაც ორმხრივი.

„ულტიმატუმებს ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში. ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ და აჯანჯღარებდნენ ქვეყანას, ამასაც იყენებდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება. ახლა ვიზალიბერალიზაციის თემა. ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება თანმიმდევრობით და ყველა საჭირო რეფორმა იქნება, თუ წინ გადასადგმელი ნაბიჯი, ზედმიწევნით ვასრულებთ.

ნახეთ, ყველა ობიექტური განცხადება, შეფასება რაც კეთდება, ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ მოლაპარაკებებს უხსნიან. ყველა ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე სიცრუე, ცილისწამებაა. უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში.

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ. ჩვენი ინტერესები გავატაროთ საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე. არ გამოვა ასე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი