გიორგი გრძელიშვილი: რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ „ევროპის სახალხო პარტიამ“-მ მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო, ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 10 ოქტომბერი 2025, 11:54

7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადიკალების მხრიდან 4 ოქტომბერს ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ, დაგმობის ნაცვლად, პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ როგორც „ევროპის სახალხო პარტიის“, ისე ევროკავშირის პრესსპიკერის მიერ.
გრძელიშვილის განცხადებით, ამ პროცესების პარალელურად, მსჯავრდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

„უფრო მეტიც, რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ არათუ დაგმობა, არამედ, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი.

ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა,“ - აღნიშნა გიორგი გრძელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი