ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი კაკაურიძეს: სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება აუცილებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 10 ოქტომბერი 2025, 12:02
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მოხსენების განხილვისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აუცილებლად უნდა განახლდეს.

„ბატონო გიორგი, ხელფასის 10%-იანი ზრდა კარგია, მეტი ჯობია, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გაუმჯობესება და გაზრდა ძალოვანი სტრუქტურებისთვის აუცილებელია. თუ ამის საშუალება არ არის, რაღაც პროექტებს ნამდვილად უნდა მოაკლოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ. 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოება ნამდვილად პრიორიტეტული მიმართულებაა და საჭიროების შემთხვევაში რესურსების მობილიზება ხდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ლობისტური კონტრაქტია, ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა, ამით სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი