დავით ჩიხელიძე: მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს „დიპ სტეიტი“ არ მალავს - მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 10 ოქტომბერი 2025, 14:36

მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს “დიპ სტეიტი” არ მალავს - მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი და საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ. გლობალურ პოლიტიკურ ძალებს სჩვევიათ არაფრით გამორჩეული ადამიანების ხელოვნურად განდიდება - მათთვის მთავარია იპოვონ ისეთები, ვისაც არ გააჩნია შავისა და თეთრის გარჩევის ინტელექტი, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როცა მზია ამაღლობლის მსგავს ადამიანს არწმუნებ, რომ გმირია, ისიც იჯერებს და წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებას იწყებს, მერე კი ამ მოჩვენებითი სტატუსის დაკარგვის შიშით მზადაა, თავისი „პატრონების“ სასარგებლოდ, ნებისმიერი სიბინძურე ჩაიდინოს.

„მზია ამაღლობელის დაჯილდოება არის ფარსი, სიყალბე და სამწუხარო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომლის რეალურ მიზანს „დიპ სტეიტი“ არ მალავს - მათ სჭირდებათ ყალბი გმირები, რათა საზოგადოებას დაუკარგონ სიმართლის გარჩევის უნარი და საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ. გლობალურ პოლიტიკურ ძალებს სჩვევიათ არაფრით გამორჩეული ადამიანების ხელოვნურად განდიდება - მათთვის მთავარია იპოვონ ისეთები, ვისაც არ გააჩნია შავისა და თეთრის გარჩევის ინტელექტი. როცა ასეთ ადამიანს არწმუნებ, რომ გმირია, ისიც იჯერებს და წინასწარ დაწერილი სცენარით მოქმედებას იწყებს. მერე კი ამ მოჩვენებითი სტატუსის დაკარგვის შიშით მზადაა, თავისი „პატრონების“ სასარგებლოდ, ნებისმიერი სიბინძურე ჩაიდინოს.

ასე აღმოჩნდა მზია ამაღლობელიც - ქალი, რომელსაც დააჯერეს, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის, სინამდვილეში კი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს არ იყო ემოციური აფეთქება - ეს იყო წინასწარ გააზრებული ქმედება: მან ფიზიკურად დააზიანა პოლიციელი, სიმბოლურად კი ხელი დაარტყა სახელმწიფოს, კანონიერებას და ქვეყნის უსაფრთხოებას. დღეს კი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ დანაშაულზე დაფიქრდეს, მას ჯილდო გადასცეს. ჯილდოთი თითქოს უთხრეს: „ყოჩაღ, შენ შენი პატრონების დავალება ღირსეულად შეასრულე - ახლა ჩვენ ამ მონურ სამსახურისთვის, გმირის მანტიით გმოსავთ.“

ასეთ მოდელირებულ, ხელოვნურად შექმნილ რეალობაში ცხოვრობენ თანამედროვე „გმირები“ — ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები და სასარგებლო იდიოტები არიან.

განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ დაჯილდოების ტექსტში წერია: „მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი.“ ეს წინადადება თვითონვე უარყოფს ჯილდოს სერიოზულობას. როცა ამას თავად მზია ამაღლობელი კითხულობს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ თვალებში ნაცარი შეაყარეს? მის ადგილზე მყოფ ნორმალურ ადამიანს მინიმუმ შერცხვებოდა (ტექსტის წაკითხვის შემდეგ) მაგრამ როგორც ჩანს აგენტებს სირცხვილის განცდა არ აქვთ!
ყველას კარგად ესმის, რომ არც „ნეტგაზეთი“ და არც „ბათუმელები“ არ არიან პოპულარული და მით უმეტეს - სანდო პლატფორმები. ისინი წარმოადგენენ ოპოზიციის სატელიტებს, რომელთა ფუნქციაც არა ინფორმირება, არამედ დეზინფორმაცია და პოლიტიკური მანიპულაციაა. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათ შესახებ არც კი სმენია, რაც უკვე საკმარისად ცხადყოფს ამ მედიის „პოპულარობას“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი