119
10 ოქტომბერი 2025, 17:58
საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი - 2025"-ს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ქართველი ფიგურული მოციგურავე ნიკა ეგაძე ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მან მოკლე პროგრამაში 89,60 ქულა, თავისუფალ პროგრამაში - 171,42 ორი პროგრამის ჯამში კი - 261,02 და ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე უკვე მეორე მედალია. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში ჩემპიონობა იზეიმა. მათ რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში - 123,04, ორი პროგრამის ჯამში კი 203,39 და ოქროს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „თრიალეთის თასი - 2025" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |