ზურაბ ქადაგიძე: ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია, ოპოზიციას და მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ. რაც პატრონი, ის ყმა და მონაო - „დიფ სთეითზე“ და ყიფიანზეა ნათქვამი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 13 ოქტომბერი 2025, 13:35

დიფ სთეითი“ ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც "სტაჟიანი აგენტი, თუმცა ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალაა", პატრონების დავალებით, სცადა ბიძინა ივანიშვილისთვის ფული მოეპარა, რაც მალევე გაუგეს და მოუწია მოპარულის დაბრუნება. ქადაგიძის ინფორმაციით, ყიფიანმა შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს.

„მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გაშიფრულია, მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს ნდობა და არავის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ გაცვეთილი სცენარია, „დიფ სთეითი“ ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში.
პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ.

ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს.
სტაჟიანი აგენტი, დავალებების ზედმიწევნით ზუსტად შემსრულებელი, თუმცა სრულიად ქარაქუცა და იშვიათი ნაძირალა, გაქნილი თაღლითი.

ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს, მაგრამ ერთი კი ვიცი - მთელი საქართველო გაიგებს მისი ქურდობის შესახებ, ამჯერად დეტალებში.

შეგახსენებთ, რომ პატრონების დავალებით მან ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის მოპარვა სცადა, რაც მალევე გაუგეს და ყიფიანმაც მუხლმოდრეკილმა ითხოვა, დაჭერას გადამარჩინეთ და თანხას კაპიკ-კაპიკ დავაბრუნებო.

ასეც მოიქცა - ყველაფერი უკან მიიტანა.

შემდეგ დოკუმენტსაც ხელი მოაწერა, სადაც აღიარებს როგორც ქურდობის, ასევე თანხის დაბრუნების ფაქტს.

რაც პატრონი, ის ყმა და მონაო - დიფ სთეითზე და ყიფიანზეა ნათქვამი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი