დავით ქართველიშვილი: სცენარების გათვალისწინებით უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ აჭარაში აღმოჩენილი იარაღის არსენალი და სუს-ის მიერ განხორციელებული ოპერაცია შესაძლოა მიზნად ისახავდა მსგავსი მასშტაბის ქაოსის აღკვეთას ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 13 ოქტომბერი 2025, 17:29

თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოქმედებაში მოყვანილი ყოფილიყო შემოტანილი ჰექსოგენის ბაზაზე გამზადებული ბომბი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ. პარალელურად, 2024 წლის თებერვალში, საქართველოსთვის განკუთვნილი ტროტილი მოქმედებაში მოყვანილიყო ბაქო-თბილისი - ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე, ხოლო მცხეთის ტყის მასივში აღმოჩენილი იარაღი - ორბელიანის მოედნის მომიტინგეებს დაურიგდათ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ ბრიფინგს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ სცენარების გათვალისწინებით უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ აჭარაში აღმოჩენილი იარაღის არსენალი და სუს-ის მიერ განხორციელებული ოპერაცია შესაძლოა მიზნად ისახავდა მსგავსი მასშტაბის ქაოსის აღკვეთას ქვეყანაში.

„კარგად რომ გავიაზროთ სუს-ის დღევანდელი ბრიფინგი - ერთადერთი, რაც ტვინში ილექება, არის სიტყვა „ტერორიზმი". ამავდროულად, გესმის - რომ დაწვრილებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაკლია. შესაძლოა, ვერც მიიღო უახლოეს მომავალში. მაგრამ - უკანასკნელ წლებში, რასთან თუ ვისთან იყო ეს სიტყვა გაიგივებული - ეს მაინც ხომ გვახსოვს...
„ლაფანყურის საქმე" და ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმთან დაკავშირებული ეპიზოდები. „ლოპოტას" ოპერაციის შესახებ ომბუდსმენის (2012-2014 წ.წ.) ანგარიშები. თარხან ბათირაშვილი (აბუ ომარ აშ-შიშანი) - მისი სახელი ხომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდთან არის დაკავშირებული. უკრაინის СБУ, გია ლორთქიფანიძე - 2024-2025 წ.წ. - საქართველოში ტროტილის და ჰექსოგენის შემოტანა, რაც კვლავ სიტყვა „ტერორიზმთან" არის გაიგივებული...ალბათ, ისევ „შემთხვევითი დამთხვევაა".

ახლა კი თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე - მოქმედებაში იქნა მოყვანილი შემოტანილი ჰექსოგენის ბაზაზე გამზადებული ბომბი პარლამენტის შენობის წინააღმდეგ. პარალელურად, 2024 წლის თებერვალში, საქართველოსთვის განკუთვნილი ტროტილი - მოქმედებაში იქნა მოყვანილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე. ხოლო, მცხეთის ტყის მასივში აღმოჩენილი იარაღი - ორბელიანის მოედნის მომიტინგეებს დაურიგდა...

ამ ყველაფრის გადასახედიდან, უფრო მკაფიოდ ჩანს აჭარაში აღმოჩენილი, ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი არსენალი. ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი სავსებით ჯდება საქართველოში ფართომასშტაბიანი, უკონტროლო ქაოსის გამოწვევის შესაძლებლობაში. თუ სუს-ის მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ, სწორედ მსგავსი გეგმა აღკვეთა - განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, დაკავებული პირების აღიარებითი ჩვენებები...“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი