პრემიერის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებაზე: ღირსეული პასუხი არამეგობრული ნაბიჯისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 15 ოქტომბერი 2025, 10:33
ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ.

გამსახურდიას განცხადებით, არათუ მინისტრი, არამედ ნებისმიერი საჯარო მოხელე რომ ფინეთის დედაქალაქში, საპროტესტოდ შეკრებილ ჯგუფს შეუერთდეს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, შედეგი იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ნებისმიერს წარმოუდგენია.

“ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის. 
წარმოდგენილი გაქვთ, არა მინისტრი, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ან უბრალო მოქალაქე, რომ ჰელსინკში, საპროტესტოდ შეკრებილი მცირე (თუნდაც მრავალრიცხოვანი იყოს) ადამიანების ჯგუფთან მივიდეს და ფინეთის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს? შედეგი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე ნებისმიერ თქვენთაგანს წარმოუდგენია. 

აი ამას მიაჩვიეს, ეშმაკმა უწყის ვისმა ვასალებმა ედიკამ და მიშამ ეს ხალხი... ოღონდ გარეთ გული მოეგოთ და შიგნით ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და ქვეყნის ინტერესებს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ათელინებდნენ. 
აღარ გამოვა ეგრე, შეიგნოს ყველამ, დაიხურა "ლავკა" და ეს სახელმწიფოა.” - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი