იან პრაუდი: იმბეცილ ელინა ვალტონენს უფლება აქვს გადაიღოს ვიდეო პარლამენტის შენობასთან, სადაც დემონსტრანტების მცირე რაოდენობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიკრიბა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 15 ოქტომბერი 2025, 10:53
ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გამოეხმაურა და ფინელ დიპლომატს იმბეცილი უწოდა.

“იმბეცილ ელინა ვალტონენს უფლება აქვს გადაიღოს ვიდეო თბილისში პარლამენტის შენობასთან, სადაც დემონსტრანტების მცირე რაოდენობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიკრიბა. ის დიპლომატია, თუ კომიკოსი? შეეშვით რეჟიმის ცვლილების პროპაგანდას და დაბრუნდით ფინეთში“, - დაწერა პრაუდმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი