დავით ქართველიშვილი: შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი შეშფოთებულია, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ხელმძღვანელი თეთრკანიანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 15 ოქტომბერი 2025, 22:34

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერის, პაკისტანელი ანას სარვარის გამოსვლიდან ვიდეო ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც შეშფოთებას გამოხატავს, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ყოველი ხელმძღვანელი თეთრკანიანია.

„საშინელებაა, აბა რა! შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი - რომელმაც ამ პოზიციაზე შეცვალა თავისი „შოტლანდიელი“ თანამემამულე ჰამზა იუსეფი აღშფოთებასა შინა შეშფოთებულია: „ყოველ სამთავრობო უწყებაში ყოველი საბჭოს ხელმძღვანელი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი უწყების დირექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი კოლეჯის და უნივერსიტეტის რექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი სკოლის დირექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ყოველი მოსამართლე - თეთრკანიანია. შოტლანდიის ციხის უფროსი - თეთრკანიანია. შოტლანდიის საინფორმაციო რედაქციის ყოველი უფროსი - თეთრკანიანია...“.

სავსებით გასაგებია ამ „შოტლანდიელის“ აღშფოთება - გუშინწინ იმავე კარდიფში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩს ვუყურებდი: უელსის ბელგიის წინააღმდეგ - რომლის წინ მთელი სტადიონი „აკაპელო“ მღეროდა საკუთარ ჰიმნს ვალიურ, და არა - არაბულ, ურდუს თუ პენჯაბურ ენაზე. ეს იმდენად აღმაშფოთებელი იყო „შოტლანდიელი“ თუ “ინგლისელი“ არათეთრკანიანი „აბორიგენებისთვის“ - რამდენადაც საოცრად სასიამოვნო თეთრკანიანებისთვის...“,- წერს ქართველიშვილი.






სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი