ვალტონენი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტი თავად გააუქმა, ასეთი კომუნიკაცია არსად ფიქსირდება - ის მაგონებს აგენტს, რომელსაც ერთჯერად ფუნქციას დააკისრებენ, შეასრულებს და სადღაც ვიღაცებთან ქულებს ჩაიწერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
336 16 ოქტომბერი 2025, 17:01

როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი 43 წლის ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიდიოდა იქ შეკრებილი 50-კაციანი ჯოგისთვის მხარდასაჭერად და მერე ვიდეოკლიპის ჩასაწერად, სადაც თავდაყირა აყენებდა სიმართლეს და ატყუებდა საზოგადოებას, მას უნდა სცოდნოდა, რომ დღევანდელ საქართველოში ამას არავინ მარტივად არ გაუტარებდა, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე ელინა ვალტონენის ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის გაუქმება ვალტონენის ინიციატივით მოხდა.

„როდესაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი 43 წლის ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიდიოდა იქ შეკრებილი 50-კაციანი ჯოგისთვის მხარდასაჭერად და მერე ვიდეოკლიპის ჩასაწერად სადაც თავდაყირა აყენებდა სიმართლეს და ატყუებდა საზოგადოებას, მას უნდა სცოდნოდა, რომ დღევანდელ საქართველოში ამას არავინ მარტივად არ გაუტარებდა. თუ არ იცოდა, გამოდის, რომ ცუდი დიპლომატია და წინასწარ არ გაეცნო ადგილზე არსებულ რეალობებს. თუმცა, იცის, რომ ამ პროვოკაციას სათანადოდ დაუფასებენ, სადაც ჯერ არს.

ვალტონენი აცხადებს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თურმე ვიზიტი თავად გააუქმა. თუმცა, ეს განაცხადა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გააუქმა ვიზიტი. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვალტონენი აიჭრა და სახის შესანარჩუნებლად ტყუილებზე გადავიდა. მას რომ პრემიერთან ვიზიტი გაეუქმებინა, ამისთვის ოფიციალური შეტყობინება უნდა გაეგზავნა წერილობით ან ელექტრონული ფორმით, როგორც წესები და დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია არსად ფიქსირდება.

ვალტონენი მაგონებს აგენტს, რომელსაც ერთჯერად ფუნქციას დააკისრებენ, ისიც შეასრულებს, და სადღაც ვიღაცებთან ქულებს ჩაიწერს. რას ვიზამთ "c'est la vie."“- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი