ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და ვიღაცები ამართლებდნენ - არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 18 ოქტომბერი 2025, 13:56

ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ არ უღალატია, ბატონ ბიძინასთან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება.

„ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ არ უღალატია, ბატონ ბიძინასთან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გახარიას ბოლი სიმართლე ეგონათ და მიხვდნენ თუ არა ტყუილს, გაემიჯნენ. მაგრამ ისინი, ვინც გახარიას ბოლს ასქელებდნენ, მერეც მასთან დარჩნენ, როცა მაზაკვალმა ნაცური ტელევიზიების ეთერიდან ერისკაცის ლანძღვა დაიწყო (რაც პირადად მე არ გავუტარე) და მერეც, როცა ნაცურ მიტინგებზეც დაფიქსირდნენ! ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას! თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

ჩემს თავზეც გეტყვით, არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, ქართული ოცნების წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითიც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება! სხვა თაშორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ირაკლი კობახიძეც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

საქართველო ჩვენ ვართ.

დიდება უფალს, გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს.” - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი