ზურაბ ქადაგიძე: ქსავიე ბატელის განცხადება საქართველოსთან მიმართებით გვაჩვენებს, თუ რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 20 ოქტომბერი 2025, 12:02

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას: „საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ქადაგიძის თქმით, ქსავიე ბატელის განცხადება ნათელი მაგალითია, თუ რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას.

„გონს მოდიან?

არა, საქართველოს პრინციპულმა პოზიციამ და სუვერენიტეტისათვის უკომპრომისო ბრძოლამ გაუნათა თვალსაწიერი.

ყველა ბინძური მეთოდი და პროვოკაცია სცადეს ევრო-ბიუროკრატებმა, რომ რამენაირად გაეტეხათ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება და შედეგზე ვერ გავიდნენ. შესაბამისად, სხვა გზაც აღარ დარჩათ - ან შეცვლიან „პლასტინკას", ან არადა, საკუთარი თავის დაზიანებას შეუქცევად პროცესად აქცევენ.

ახლა ხვდებით, რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას?

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევთ აღიარება და ასე, ეტაპ-ეტაპ გამოლაგდება ყველა!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი