გახარიამ გადააგდო საკუთარი გუნდი, საზოგადოება და შემდეგ ის ოპოზიციური ველი, ვისაც მიეკედლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 21 ოქტომბერი 2025, 17:37
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას მედიასთან ეხმიანება. 

„სასაცილოა ის აბსურდი, თითქოს  არალეგიტიმურ პარლამენტში შედის ლეგიტიმური 8% გახარიას პარტიის სახით“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ გახარიამ გადააგდო საკუთარი გუნდიც, საზოგადოებაც და ოპოზიციაც. მისი თქმით, არასერიოზულია გახარიას გადაწყვეტილებაზე საუბარი, რადგან სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკოსს პრინციპები განსაზღვრავს, გახარიას შემთხვევაში კი პრინციპებზე საუბარი შეუძლებელია.


„გახარიამ გადააგდო ოპოზიცია. ჩვენ თუ დავიწყებთ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესზე საუბარს, სერიოზულ პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკოსს, როდესაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მისი პრინციპები განსაზღვრავს. ამიტომ ვთქვი თავიდანვე - ადამიანმა [გახარიამ] გადააგდო საკუთარი გუნდი, საზოგადოება და შემდეგ ის ოპოზიციური ველი, ვისაც მიეკედლა - რომელ პრინციპებზე ვსაუბრობთ? მისი აზრით შარშან ბოიკოტი სწორი იყო, უბრალოდ მერე გზადაგზა აღმოაჩინეს, რომ თურმე არ აქვს იმდენი გავლენა საერთაშორისო ე.წ „დიფ სთეითის“ მართულ საზოგადოებას და საზოგადოებრივ წარმონაქმნებს, რომ ხელისუფლება შეცვალონ სხვადასხვა ინსინუაციური კამპანიებით და მერე მიხვდნენ, რომ საერთოდ ნულდებოდა მათი რეიტინგი. საბოლოო წერტილი იყო არჩევნები, როდესაც ბარიერი ვერ გადალახეს. ვინ უნდა დაამთავრონ? ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სოფო ხორგუანი კარგად იცნობს რეგლამენტს და კარგად იცის სამართლებრივი ნიუანსები, დარწმუნებული ვარ ამაში, უბრალოდ სასაცილო იყო ის აბსურდი, თითქოს  არალეგიტიმურ პარლამენტში შედის ლეგიტიმური 8% გახარიას გუნდის სახით. ამიტომ ვამბობ არასერიოზულია ეს ყველაფერი,“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი