პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
349 21 ოქტომბერი 2025, 18:57
პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მაღლაფერიძის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდოსლავ სიკორსკი, უნგრეთს ისე საყვედურობს პუტინის მასპინძლობის გამო, თითქოს არ იცოდეს, რომ ბუდაპეშტში შეხვედრა ტრამპმა - “ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა”.

“პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა - რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო!

კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი ის არის, სიკორსკი უნგრეთს რომ საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო?! 
თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა!

თუმცა, უნგრეთის დამუნათება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და პუტინს უფრო მეტად რომ შეეშინდეს, კარგი იქნება, ევროპარლამენტარებმა, რაფერც იციან ხოლმე, კიდევ ერთხელ მოითხოვონ საქართველოს დასანქცირება - რაც ნამდვილად კარგად გამოსდით! 
 
ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების და მათ შორის პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე  - სადაც, სხვათა შორის, მხოლოდ საქართველო არ იყო მიწვეული!” - წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ არ გამორიცხავ, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავს უნგრეთში გამგზავრების დროს იძულებით დაშვება მოსთხოვონ, თუ ის პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი