ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
429 22 ოქტომბერი 2025, 09:21

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები აღარ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური ფლანგი ბუნებრივად შეივსება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პარტია „ხალხის ძალამ“ ქართულ პოლიტიკაში თავისი კვალი უკვე დატოვა. პარტიამ ზოგადად პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი, რომლის თანახმადაც ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.

„ოპოზიციურ ფლანგზე დღეს ვინც არ უნდა მოისურვოს სერიოზული ოპერირება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველას შეჭამს. ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტია არ უნდა არსებობდეს, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. უნდა არსებობდნენ ისეთი ტიპის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ექნებათ ჯანსაღი კრიტიკის სურვილი.

ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა პარტია „ხალხის ძალა“ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, გავერთიანდით რამდენიმე ადამიანი და შევძელით საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა იდეა - ჩვენ შეგაიარაღებთ სიმართლით და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღეთ. ანუ ქართულ პოლიტიკაში ჩვენ ჯერ საქმეები ვაკეთეთ და შემდეგ შევქმენით პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალა“. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში „ხალხის ძალამ“ თავისი კვალი უკვე დატოვა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ყველაზე მთავარი, რაც შევძელით არის ის, რომ საზოგადოება ჩავრთეთ პროცესებში, რის გარეშეც ნამდვილად გაუჭირდებოდა ქართულ სახელმწიფოს იმ პერიპეტიების გადალახვა, რაც გავიარეთ. ყველას კარად გვახსოვს, რომ უდიდესი წნეხი და ზეწოლა იყო საქართველოზე - პირდაპირ ცდილობდნენ ომი გაესაღებინათ მშვიდობად.

„ხალხის ძალამ“ ზოგადად პოლიტიკას და არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკას შესთავაზა ახალი ფორმატი - ხალხის ჩართულობა უნდა იყოს არჩევნებიდან არჩევნებამდე და არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი