ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
379 23 ოქტომბერი 2025, 12:27

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის დაკავებული მზია ამაღლობელისთვის ევროპარლამენტის მიერ სახაროვის პრემიის გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.

„სახაროვი - ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.

აი, ესაა მათი „ღირებულებები“. თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ; თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ; თუ ქვეყნის კანონს იცავ - მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ. სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ, ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია, ძალიან ცდება. ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა: დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი