131
25 ოქტომბერი 2025, 16:22
ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ჩონგქინბგი მასპინძლობს.
ტურნირზე კარიერის რეკორდული შეფასება დაიმსახურა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა.
ქართულმა წყვილმა სპორტული წყვილების მოკლე პროგრამაში 77.77 ქულა მიიღო და თავისუფალ პროგრამამდე ლიდერობა განიმტკიცა.
თავისუფალი პროგრამა დღეს გაიმართება, მეტელკინა-ბერულავას დუეტი კი ყინულზე მე-8 ნომრად გამოვა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |