მივეჩვიეთ სუს-ის წარმატებულ ოპერაციებზე ინფორმაციის მოსმენა... შესაძლოა ქვეყანა უბედურებას გადაურჩა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 25 ოქტომბერი 2025, 16:47

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სამი მოქალაქე იქნა დაკავებული, ამ პირებს 2 კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობა ჰქონდათ განზრახული. დამნაშავეები ურანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში უპირებდნენ გაგზავნას - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თითქოს და მივეჩვიეთ, სუს-ის მიერ არა ერთ წარმატებულ ოპერაციაზე ინფორმაციის მოსმენას, მაგრამ მისივე თქმით, „ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ღონისძიება არ არის უბრალო ამბავი, მისი ჩატარება სწორედაც რომ მაღალ და კვალიფიციურ პროფესიონალიზმს მოითხოვს”.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სამი მოქალაქე იქნა დაკავებული, ამ პირებს 2 კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობა ჰქონდათ განზრახული. დამნაშავეები ურანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში უპირებდნენ გაგზავნას. ჩვენ თითქოს და მივეჩვიეთ, სუს-ის მიერ არა ერთ წარმატებულ ოპერაციაზე ინფორმაციის მოსმენას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ღონისძიება არ არის უბრალო ამბავი, მისი ჩატარება სწორედაც, რომ მაღალ და კვალიფიციურ პროფესიონალიზმს მოითხოვს. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ვინ იცის ამჯერადაც რა სახის უბედურებას გადაარჩინა არა მარტო ჩვენი ქვეყანა”- წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი