ჯერ ჰექსოგენის შემოტანა... დღეს ვიგებთ დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 25 ოქტომბერი 2025, 17:08

ვერ „მოვინელეთ“ ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალის ამოღების ფაქტს.


ქართველიშვილის განცხადებით, დღევანდელობაში მტრების სამიზნე არა მხოლოდ რეგიონის ცალკეული ქვეყნები, არამედ სრულიად სამხრეთ კავკასიაა.


„2021 წლის შემდეგ, ეს არის აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი საქართველოში თავის კოლეგასთან შესახვედრად. დიდი ალბათობით, ეს ვიზიტი იყო შეთანხმებული ბაქოში, სადაც მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა მსოფლიოს სპეცსამსახურების ლიდერების სამიტზე. ეს სოლიდური პაუზა ყოველთვის იწვევდა სხვადასხვა ინტერპრეტაციების წარმოშობის საბაბს. ხომ არ იყო გამოწვეული ფოთის ნავსადგურიდან სომხეთისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ავტოტრანსპორტის პერიოდულ სატრანზიტო ტრაფიკთან. ხომ არ იყო გარკვეული უკმაყოფილება იმის გამო, რომ აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებისთვის განკუთვნილი თანხები, „ქეშის“ სახით ჩვენი „ენჯეო“ სექტორის საბანკო ანგარიშებიდან „წითელი ხიდის“ გავლით შედიოდა ბაქოში და ა.შ. როგორც ჩანს ორი სტრატეგიული მეკავშირის სპეცსამსახურების დონეზე ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობა თუ არაკოორდინირებული მუშაობა წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ვხედავთ, როგორი წარმატებული ოპერატიულობით ხდება უკვე ზედიზედ მეორედ, ევროპისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ჰეროინის პარტიის (200 და 250 კილოგრამი) სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ტრაილერებში აღმოჩენა - რაც დიდი ალბათობით ორი ქვეყნის უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგია. დღეს საქართველოსაც შეუძლია ცხელ კვალზე წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების გამოცდილება გაუზიაროს თავის აზერბაიჯაბელ კოლეგებს. ვერ „მოვინელეთ“ ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ. დღეს მშვიდობის და სტაბილურობის მტრების სამიზნე, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ცალკეული ქვეყნები - არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაა. და ამ გამოწვევების წინაშე - სპეცსამსახურების არაკოორდინირებული მუშაობა და დაგროვილი გამოცდილების არგაზიარება ერთმანეთში - დანაშაულებრივი ფუფუნებაა. ამ კუთხით ალი ნაგიევის ვიზიტი მამუკა მდინარაძესთან - იმედის მომცემი ფაქტია“- წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი