თამარ ჩერგოლეიშვილი - „ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“, დასაკარგი დრო არ გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 25 ოქტომბერი 2025, 20:04

ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“, ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შედეგს მოიტანს მხოლოდ ავტოკრატიების გარიყვა და დემოკრატიების თანამშრომლობა.

„ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ცხადია საქმე სახელებში არაა – სისტემაშია, სისტემურ შეუთავსებლობაში. „ლელო“ და ენმ სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესთან, რადგან ორივე, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ერთი კაცის ახირებით იმართება და არა ამომრჩევლის ინტერესებით – ავტოკრატიაა ორივე! ვისაც გამარჯვება უნდა და თავში ტვინი აქვს, ამ იდეას გააძლიერებს და გაგვატანინებს. გონიერი ხალხი თუ არ გვეყო და დღის წესრიგი ისევ ავტოკრატებმა მოიტაცეს, ცხადია ისევ დამარცხდება პროცესი, უბრალოდ „ფედერალისტები“ ამ მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავინაწილებთ, როგორც 4 ოქტომბერზე არ ავიღეთ. გზა ერთადერთია და გზა არის ეს! სანამ ამ გზას არ გავივლით, აღთქმულ მიწამდე ვერ მივალთ და სულ რომ მარტომ ვიარო, მაინც სწორად ვივლი იმიტომ, რომ, როცა არ უნდა იყოს, შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ეს: ავტოკრატიების გარიყვა, დემოკრატიების თანამშრომლობა. სხვა არჩევანი, მათ, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა რეალურად გვანაღვლებს არ გაგვაჩნია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი