127
25 ოქტომბერი 2025, 21:00
ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა ქართულმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით. ისინი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77,77, თავისუფალში კი 139,47 ქულა დაიმსახურა და პირველობა არავის დაუთმო. ორი პროგრამის ჯამში მათ 208,25 ქულა მოაგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
ქართული სპორტული წყვილი წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2025 წელს მათ ჩემპიონობა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზეც „თრიალეთის თასი“ მოიპოვეს.
ქართველი ფიგურული მოციგურავეები ჩინეთში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |