რას წკმუტუნებენ? თავად ამბობენ, დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
447 28 ოქტომბერი 2025, 19:26
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს.

ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ. 

“2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს;
მანდატები გადაყარეს;
ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს;
პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს;
სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ;
2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს;
პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს;
ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ.

ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია... მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი