ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
513 29 ოქტომბერი 2025, 15:49

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„საქართველო და ევროკავშირი 2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული უპირატესობებით სარგებლობენ. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს კომპანიებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი გაუხსნა, რომელიც 450 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს - თითქმის ყველა პროდუქტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის, სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მარეგულირებელ ნორმებთან გაზრდილი შესაბამისობის საშუალებით. ევროკავშირში ექსპორტის განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა; ვაჭრობა მზარდი ნდობის, შესაძლებლობებისა და საერთო კეთილდღეობის ისტორიად იქცა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ვაჭრობის წილი სრული ბრუნვის 22%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ქართული პროდუქციის მოყვანამ ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება განაპირობა და ადგილობრივ კომპანიებს შორის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მრავალი შესაძლებლობა ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული, ათწლეულის განმავლობაში არსებული ტენდენცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მედეგობას და ევროკავშირის ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ასახავს“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი