ვერ გამოძერწავენ დათაშვილისგან „გმირს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 29 ოქტომბერი 2025, 18:34

რადიკალი აქტივისტის, ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისი ჯანმრთელობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია თუ რით და როგორ განსხვავდება ამჟამინდელი ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" რეჟიმისგან, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, საიდან იფარება ოპოზიციონერი აქტივისტების ჯარიმები თუ გირაოს თანხა, მათ შორის დათაშვილისთვის შეფარდებული გირაო, რომელიც ოპოზიციონერების ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთში შეგროვდა. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ნინო დათაშვილისგან ისევე ვერ გამოძერწავენ გმირს, როგორც ლაზარე გრიგორიადისის და მზია ამაღლობელისგან, ვინაიდან, ხალხს მყარი იმუნიტეტი აქვს.

„რადიკალი აქტივისტის, ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მისი ჯანმრთელობის გამო, კიდევ ერთი მაგალითია თუ რით და როგორ განსხვავდება ამჟამინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან. დეტალებში არ შევალ, გამგები გაიგებს.

წერენ, რომ დათაშვილს 8 წუთში შეუგროვეს გირაო. არადა, ხომ ყველამ ვიცით რომელი „ობშიაკიდან“ იხდება ამ კატეგორიის ხალხისთვის ჯარიმები, გირაოები და ა.შ. ვერ გამოძერწავენ დათაშვილისგან „გმირს“, ისევე როგორც ვერ გამოძერწეს ლაზარე გრიგორიადისიდან, მზია ამაღლობელისგან და იმავე ჯიშის სხვა წარმომადგენლებისგან. მყარი იმუნიტეტი აქვს ხალხს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი