სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 31 ოქტომბერი 2025, 15:23

შავნაბადას ბაზა გამახსენდა სააკაშვილის მმართველობის დროს - თუმცა მანდ არა იმდენად პირადი უსაფრთხოების მიზნით ცხოვრობდა, რამდენადაც პაემნების მოსაწყობად იყენებდა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან.

„შავნაბადას ბაზა გამახსენდა სააკაშვილის მმართველობის დროს - თუმცა მანდ არა იმდენად პირადი უსაფრთხოების მიზნით ცხოვრობდა, რამდენადაც პაემნების მოსაწყობად იყენებდა. სააკაშვილისგან განსხვავებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები, მოსალოდნელი არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინში, საცხოვრებლად ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებზე გადადიან. მათ შორის არიან: ეროვნული უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, არმიის შტაბის უფროსი დენიელ დრისკოლი და პრეზიდენტის მრჩევლები სტივენ და კეიტი მილერები. ამერიკისთვის, სამოქალაქო ომის გზით, ახალ სოციალურ და ტექნოლოგიურ წესრიგზე გადასვლა კარგად გამოცდილი და ეფექტური სტრატეგიაა. თუმცა, არა მხოლოდ ამერიკისთვის...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი