110
02 ნოემბერი 2025, 18:33
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს შერეული ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |