ხაზარაძეზე: ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო პანიკას "არაბების შემოსევაზე" და ანკლავებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 03 ნოემბერი 2025, 11:07

ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო უაზრო მორალურ პანიკას "არაბების შემოსევაზე" და ანკლავებზე, ადამიანი, რომელმაც ანაკლიაში ხარისხიანი ინვესტორის პოვნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას უჩივლა და ჩვენი ჯიბიდან უნდოდა 2 მილიარდის ამოღება და ორი არბიტრაჟი წააგო, - ასე ეხმიანება პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, მამუკა ხაზარაძის მიერ არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

ზაზა დობორჯგინიძე საუბრობს იმ დადებით მხარეებზე, რაც არაბულ ინვესტიციას შეუძლია მოუტანოს უშუალოდ ბათუმის ტურისტულ სექტორს.

„მამუკა ხაზარაძემ აწ უკვე ხაზარვიზიად ქცეულ ფორმულაზე განაცხადა, სადაც ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, 30 000 არაბის ჩამოსახლებას აპირებენო.

ალტ ინფოსთან და სხვა ულტრა კონსერვატიულ ჯგუფებთან უნისონში თესავს ლელო უაზრო მორალურ პანიკას "არაბების შემოსევაზე" და ანკლავებზე, ადამიანი, რომელმაც ანაკლიაში ხარისხიანი ინვესტორის პოვნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას უჩივლა და ჩვენი ჯიბიდან უნდოდა 2 მილიარდის ამოღება და ორი არბიტრაჟი წააგო.

ლელოს ორლარიანი პოპულიზმი არ მიკვირს, მაგრამ ეს ფსევდო- კონსერვატიზმი და დასავლეთ ევროპის და მდიდარი ქვეყნების საიმიგრაციო კრიზისის საქართველოზე პროეცირება კონტექსტის და რეალობის იგნორირებაა.

6 მილიარდიანი ინვესტიცია არის კარგი ამბავი როგორც სამუშაო ადგილებისთვის, ისე ზრდისთვის, განსაკუთრებით აჭარის ტურისტული სექტორისათვის დიდი ბუსტი იქნება და აბო თბილელზე პათეტიკური სადღეგრძელოებით მსჯელობა სასაცილოა უბრალოდ, დამშვიდდით არავის თქვენი გენები არაფერში არ სჭირდება, არ წაგართმევენ, მითუმეტეს დუბაიდან მასობრივად არავინ ჩამომსვლელი არაა”, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი