ხაზარაძეზე: თხარა, თხრა და გამოთხრა არა თავის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 04 ნოემბერი 2025, 14:32

თხარა, თხრა და გამოთხრა არა ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღება და მის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება და სამართლიანობა რასაც მოითხოვს - გადახდა იმის, რაც მას ეკისრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

„მხოლოდ ვაშინგტონის არბიტრაჟს არ გაუმტყუნებია ხაზარაძე. ის ყველგან ეძებს ისეთ საშუალებებს, რითაც შეიძლება, რომ ქვეყანაც დააზიანოს და თვითონაც მიიღოს სარგებელი, მაგრამ სამართლიანობა და კანონზომიერება თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. მას მოუწია ახლა მილიონების გადახდა იმ საერთაშორისო არბიტრაჟიდან გამომდინარე. თხარა, თხრა და გამოთხრა არა ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღება და მის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება და სამართლიანობა რასაც მოითხოვს - გადახდა იმის, რაც მას ეკისრება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

უკვე მეორე დღეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მათ ბიზნესპარტნიორს, ბობ მეიერს ჯამში ექვსი მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბობ მეიერი ფიქტიური მოსარჩელე იყო და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სარჩელის უკან ხაზარაძე-ჯაფარიძე იდგნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი