„ნაცმოძრაობა“ და თავისი ფილიალები ამხილა მათმა ერთ-ერთმა აგენტმა ლომჯარიამ, თქვა რომ ვერაფერი გააკეთეს, არაორგანიზებულები იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
334 04 ნოემბერი 2025, 14:57

ვხედავთ, რომ მხარდაჭერა პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსთაველზე გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად კანონს არღვევენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, კანონის გამკაცრებამ შედეგი გამიღო და დღეს აღარ არის ის მოცემულობა რუსთაველის გამზირზე, რაც 2-3 თვის წინ იყო.

„კანონმდებლობის გამკაცრების შემდგომაც ყველამ დაინახა, რომ უკვე ისეთი პროცესები ვეღარ მიდის, როგორც თუნდაც ორი-სამი თვის წინ იყო რუსთაველის გამზირზე გამომდინარე იქიდან, რომ ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც იყო. „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალები ამხილა უკვე თავად მათმა ერთ-ერთმა ძლიერმა აგენტმა ლომჯარიამ. დაუწუნა მთელი ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, არაორგანიზებულები იყვნენ და ა.შ. ასე რომ ჩვენი თუ არ სჯერათ, იმ უცხოელ აგენტებს მაინც დაუჯერონ და თავიანთ პატრონებს მაინც დაუჯერონ იმიტომ, რომ მათი პატრონების გარეშე აქაური აგენტურა ვერაფერს ვერ იტყოდა. ასე რომ განაჩენი გამოტანილი აქვთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი