უნდა ველოდოთ უცხოური ძალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების გამოჩენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
397 04 ნოემბერი 2025, 15:53

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას განცხადებას „უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში“ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლომჯარიამ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შეასრულა უცხოური ძალების დავალება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში კი აგენტურა მომავალში განახორციელებს.

„ნინო ლომჯარია ჩემს აღქმებში ასოცირდება ადამიანთან, რომელიც ნატრობს ბომბების წვიმას საქართველოში. ის არის უცხოური პატრონების დავალებებით მოქმედი ერთ-ერთი ჩვეულებრივი აგენტი, რომლის გალიდერებასაც მთელი მონდომებით ცდილობენ. ანუ ლომჯარიამ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შეასრულა დავალება, რომელსაც, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში კი აგენტურა მომავალში განახორციელებს. ცოტა არ იყოს კომიკურად მიმაჩნია ლომჯარიას განცხადებები იმიტომ, რომ არჩევნებისთვის აქამდეც უნდა მომზადებულიყვნენ. რევოლუციების მცდელობების დროს, დაკარგეს ბევრი ამომრჩეველი და ზუსტად ვიცი, რომ მათ ვეღარ დაიბრუნებენ.

როგორც ჩანს უცხოური ძალები, ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში ახალი ლიდერები მოიძიონ - შექმნან ახალი, ხელოვნური ლიდერები. მათი ხელწერა ცნობილია, ჯილდოების მინიჭება, ვითომდა გამოკითხვებში რეიტინგების მიწერა - ამ მიმართულებით შეეცდებიან მოვლენების განვითარებას.

უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ უცხოური ძალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების გამოჩენას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი